21.09.2024 | 10:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით ჭიჭინაძე: "რატომ გვიკვირს, რომ ტრაგიკული ამბები ყოველდღიურობა გახდა?! - ფულის კეთება, უპასუხისმგებლობა, ხალხის დარბევა, ჟურნალისტების ცემა, არჩევნების მიტაცება - ყველაფერი შერჩათ!"

რატომ გვიკვირს, რომ ტრაგიკული ამბები ყოველდღიურობა გახდა?! ამათ ხომ ყველაფერი შერჩათ! ფულის კეთება, დაუდევრობა, აბსოლუტური უპასუხისმგებლობა, ხალხის დარბევა, ჟურნალისტების ცემა, არჩევნების მიტაცება შერჩათ! - ამის შესახებ "ტრიბუნას" ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კვალიფიციური სპეციალისტები ქვეყნიდან გარბიან, „ქუჩაში დაჭერილი მუშახელის“ იმედად კი იმას ვიღებთ, რასაც ვიღებთ.

"რეალურად, "ოცნებაში" საკუთარი თავის კონტროლის რესურსიც კი აღარ აქვთ, სამაგიეროდ ოპოზიციამ აპატია და გვერდზე მიუჯდა და ტრაგედიების გამპრავებლების კოლეგები დაირქვეს! ადამიანები კი არაკომპეტენტურობის, უხარისხო მართვის მსხვერპლი ვხდებით.

ყველაფერი რაც ჩამოდის, ჩინური და დაბალი ხარისხისაა. კვალიფიციური სპეციალისტები ქვეყნიდან გარბიან. ქუჩაში დაჭერილი მუშახელის იმედად კი იმას ვიღებთ, რასაც ვიღებთ - ხარისხის ხარჯზე, ჩინოვნიკების "ატკატების" ხარჯზე ქვეყანას სიცოცხლეები აკლდება," - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დღის გადაცემები