19.09.2024 | 19:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დაპირისპირება პარლამენტში - გიორგი ვაშაძემ და ირაკლი ზარქუამ ერთმანეთს „კლოუნი“ და „მასხარა“ უწოდეს [ვიდეო]

ხმაური იყო პარლამენტში. გიორგი ვაშაძემ და ირაკლი ზარქუამ ერთმანეთს „კლოუნი“ და „მასხარა“ უწოდეს. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. ვაშაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს კითხვები პენსიების უზრუნველყოფის, ლარის გაუფასურებისა და ლარიზაციის პროგრამის თაობაზე დაუსვა და ის არასწორ მართვაში დაადანაშაულა. მისთვის პასუხების გაცემა კი „ქართული ოცნების" დეპუტატმა სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

დღის გადაცემები