13.12.2024 | 08:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დაფინანსება შეუწყდებათ პარტიებს, ვინც მანდატზე უარი განაცხადა [ვიდეო]

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. პარტიების დაფინანსების საკითხს დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ. დაფინანსება შეუწყდებათ მათ, ვინც მანდატებზე უარს ამბობს.

საკანონმდებლო პაკეტი “ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა.

პირველი მოსმენით განხილვის დროს კანონპროექტი დაკორექტირდა და მასში გარკვეული ცვლილებები აისახა. პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის შემდეგი ფორმით არის წარდგენილი: - პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

ირაკლი კობახიძის პარტიის  ინიციატივა ამით არ სრულდება. პოლიტიკოსებს  სახელფასო ანაზღაურებაც შეუჩერდებათ. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ   ისინი  6 თვის განმალობაში  ბოიკოტის რეჟიმს მიმართავენ.

დღის გადაცემები