13.12.2024 | 08:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დაჭრა, ამომრჩევლის მოსყიდვა და არათანაბარი კონკურენტული გარემო [ვიდეო]

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად  წინასაარჩევნო გარემო სულ უფრო დაძაბული და პოლარიზებული  ხდება. კვლევების შედეგებით იკვეთება მოსყიდვისა და შანტაჟის ფაქტები.  ასევე ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ არსებული ვითარება პოლიტიკურ კრიზისს  სულ უფრო უახლოვდება. ვახუშტი მენაბდე აღნიშნავს, რომ არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური ვითარება. არასამთავრობო ორგანიზაციები მეორე შუალედურ დასკვნის შედეგებს უახლოეს დღეეში წარადგენენ.

 

წინასაარჩევნო პერიოდში დაშინების, ძალადობის, გატაცებისა და შანტაჟის ფაქტებზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. მათი განმარტებით თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია  ფინანსურად არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს და ქართული ოცნება შავი ფულის გათეთრებით არის დაკავებული. ოპონენტები ქალაქში ბანერების დამონტაჟების ფაქტებზეც ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატებს ამ მიმართულებითაც უპირატესობა აქვთ.  ასეთ ვითარებაში ოპოზიციას ოპონენტებთან კონკურენცია უჭირს.

დღის გადაცემები