13.12.2024 | 08:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია [ვიდეო]

დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი სანდრო ტოგონიძე კერძო სექტორში გადადის და ამ თანამდებობაზე დედაქალაქის მერმა ლევან ჯღარკავა წარადგინა. ის ამ დრომდე  დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ დღეს თბილისი მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კახა კალაძის თქმით, ის თუ ვინ დაიკავებს დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. დედაქალაქის სხდომაზე ცნობილი გახდა ისიც, რომ 27 ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემა ჰქონდა, დღეს ბინები გადაეცემა. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ელექტრონულ მუსიკაში და საკლუბო კულტურაში დასაქმებულები დახმარების პაკეტით ისარგებლებენ.

დღის გადაცემები