13.12.2024 | 08:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დედაქალაქში  10 000-მდე ამორტიზებული შენობა-ნაგებობაა [ვიდეო]

ავარიული საცხოვრებელი სახლების პრობლემა თბილისში. დედაქალაქში  10 000-მდე შენობა-ნაგებობაა, რომელთა უმეტესობაც ამორტიზებულია. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება დღეს თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ გააკეთა.

„ავარიული სახლების საკითხი ძალიან აქტუალურია.  დიახ, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, 10 000-მდე ასეთი შენობაა ქალაქში, რომელსაც სხვადასხვა ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ამ შენობა-ნაგებობებს წლების განმავლობაში ამაგრებდა. დავდეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ მოვახდინოთ ამ სახლების ჩანაცვლება და განახლება ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ერთი თეთრიც არ დაუჯდებათ. ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, ამ ადამიანებს გავიყვანთ ქირით და 2 წლის განმავლობაში, როდესაც დამთავრდება სამუშაოები, დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში. მთავარია, რომ დაიდო პროგრამა თავისი წესებით და რეგულაციებით და მომდევნო 10 წლის განმავლობაში ყველა მთავრობას ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ პროგრამით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის გადაცემები