21.09.2024 | 02:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დედოფალი ელისაბედ მეორე დღეს ედინბურგის ტაძარში გადაასვენეს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე ედინბურგში, შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთის მონარქის ოფიციალურ რეზიდენციაში, ჰოლირუდჰაუსის სასახლეში გადაასვენეს.

ცხედარს ბალმორალის ციხიდან სასახლემდე ექვსი საათის განმავლობაში მიასვენებდნენ. ედინბურგის ქუჩებში ასობით ადამიანი შეიკრიბა. მოქალაქეები მონარქს ტაშითა და ყვავილები ხვდებოდნენ.

დედოფლის ცხედარს ჰოლირუდჰაუსის სასახლეში საპატიო მცველი დახვდა. შოტლანდიის სამეფო პოლკის ჯარისკაცებმა ის სასახლის ტახტის ოთახში დაასვენეს.

დედოფალი დღეს დილით სენტ-გაილსის ტაძარში გადაასვენეს, სადაც შოტლანდიელებს მასთან გამომშვიდობების და პატივის მიგების საშუალება მიეცათ.

დიდი ბრიტანეთის დედოფალის ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში 19 სექტემბერს გაიმართება. იმ ლიდერებს შორის, რომლებიც ცერემონიას დაესწრებიან, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი არიან.

დღის გადაცემები