23.09.2024 | 04:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დოდო ხურცილავა: "რატომ უნდა მქონდეს განცდა, რომ ხვალ ანგელოზად გადაიქცევი, როდესაც მუდმივად კლავდი, აუპატიურებდი და ქონებას ართმევდი?"

"სულ წარსულზე რატომ ლაპარაკობო - ბოდიში, მაგრამ, ადამიანი წარსულია, მომავალი კი არა. მე რა ვიცი რას გავაკეთებ მომავალში და როდესაც მუდმივად კლავდი, კაცებს აუპატიურებდი და ქონებას ართმევდი, რატომ უნდა მქონდეს ის განცდა, რომ ხვალ ანგელოზად გადაიქცევი?", - ამის შესახებ თეატრმცოდნე დოდო ხურცილავამ განაცხადა. მან მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.

"საზოგადოებაშიც არის პოლარიზაცია, რადგან სარკისებურად აირეკლება ერთმანეთისადმი მუდმივი ბრალდებები, შენ რუსეთუმე ხარ და ა.შ, შესაბამისად ადამიანები შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს. როცა ადამიანს ეუბნები, რომ რუსეთუმეა და ამავე დროს იქცევი ზუსტად, როგორც დამახასიათებელია რუსეთუმესთვის... მე საერთოდ ისტორიულადაც მომბეზრდა ის ამბავი, რომ სპარსელებმა თქვეს და დამთავრებულია, ბერძნებმა თქვეს და დამთავრებულია, რომაელებმა, რუსებმა, ამერიკელებმა თქვეს და დამთავრებულია. ეს არის მონური ფსიქოლოგია. ძალიან ცუდია მონური ერის ფსიქოლოგია რომ გაქვს და ამას არ მალავ, პირიქით, ამბობ, რომ რაკი ისინი ფულს გაძლევენ, ყველაფერზე უნდა იყო თანახმა. როცა ასეთი ადამიანი მიბედავს და მეუბნება რუსეთუმე ხარო, დეპოლარიზაციას როგორ გინდა რომ მიაღწიო? მე მახარებს ის ამბავი, რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. აი, ნახავთ, მომავალ არჩევნებზე ბევრად მეტ ხმას მიიღებენ, ვიდრე წინა არჩევნებზე. ძალიან ადვილია, ადვილად იტყვი რომ რუსეთუმეა და დამტკიცება აღარ სჭირდება. მიეჩვია ამას ყველა, მიეჩვივნენ ისინიც, რომ თურმე მათრახი უნდა გადაგიჭირონ და მერე თაფლაკვერ მოგცენ. აქეთა მხარე მიეჩვია ძალიან ცუდ რამეს, იმას, რომ დაპყრობილები კი ვართ, მაგრამ სხვის ხელს მივეჩვიეთ, ეს ყველაზე ცუდია. ეს უნდა აღმოიფხვრას. საზოგადოებაში უნდა აღმოვფხვრათ სხვისი ხელის შემყურეობაზე აღფრთოვანება", - განაცხადა ხურცილავამ.

დღის გადაცემები