25.04.2024 | 09:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

ართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა შესრულდება.

ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. იგი ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 27 სექტემბერს.

გადმოცემის მიხედვით, ჯვართამაღლების დღესასწაული მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა.

დღის გადაცემები