20.09.2024 | 08:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება [ვიდეო]

საქართველოში, დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის - იმედის დღე და ამავდროულად, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, წირვა ჩატარდა.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა 2018 წლის 27 დეკემბერს დააწესა. 

„მთავარია ცხოვრებაში, რომ ადამიანმა მესია იპოვოს, აღიაროს იესო ქრისტე, როგორც მესია, მხსნელი და ძე ღვთისა, ემსახუროს მას სულითა და ჭეშმარიტებით, შეიცნოს უფალი იესო ქრისტე, ეს არის საუკუნო ცხოვრება და ცხოვრების აზრი. ეს არის, როგორც უფალი იესო ქრისტე ამბობს - გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება. ვინც იპოვის მესიას, ის პოულობს გზას, პოულობს ჭეშმარიტებას, პოულობს, ცხოვრობს. ვინც ქრისტეს გარეთ არის, ის რჩება სიცოცხლის გარეთ იმიტომ, რომ ადამიანი არის მარადიული არსება და მარადისობისთვის მოწოდებულია. იესო ქრისტეს გარეშე ამ მარადისობას ადამიანი ვერასდროს იმკვიდრებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ“,-აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

დღის გადაცემები