24.04.2024 | 17:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ედ ლუტვაკი: "რუსეთს შეუძლია, 20 უკრაინის მსგავსი მარცხი გადაიტანოს"

ამერიკელმა სამხედრო სტრატეგმა ედ ლუტვაკმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "უკრაინის ტოტალური გამარჯვება მცდარი სტრატეგიაა". იგი უკრაინელებისადმი ჯორჯ სოროსის მოწოდებას საბოლოო გამარჯვებამდე ბრძოლის გაგრძელების შესახებ "უვარგის რჩევას" უწოდებს. სამხედრო სტრატეგის თქმით, "რუსები ბევრად მეტნი არიან" და ამასთან, "რუსეთის ფედერაცია ზესახელმწიფოა", რომელსაც "20 უკრაინის მსგავსი მარცხის გადატანა შეუძლია". ლუტვაკი ამბობს, რომ "უკრაინა დონეცკისა და ლუგანსკის დაბრუნებას უკვე ვერ შეძლებს" და საომარი მოქმედებების დასრულების ერთადერთ გამოსავალს ამ რეგიონებში ზელენსკის მხრიდან პლებისციტის გამართვაში ხედავს.

ლუტვაკს ყურადღების მიღმა არც საქართველო დარჩენია. მისი თქმით, ქვეყანამ "ლოდინის თამაში უნდა ითამაშოს" და გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლას დაელოდოს. სამხედრო სტრატეგი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა შეუძლებელს ხდის ნატოს მხრიდან მის რეალურ მხარდაჭერას.

"ჩემი რჩევა იქნებოდა ქართველებისთვის: განავითარეთ თქვენი ქვეყანა და დაელოდეთ გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლას. მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს მდგომარეობას უსაფრთხოს ვერ დავარქმევდი. საქართველო რუსეთის, დიდი სახელმწიფოს მეზობელია და საქართველოს მდებარეობა შავ ზღვასთან გამორიცხავს სცენარს, რომლის მიხედვითაც საქართველო სრულიად დაცული იქნებოდა ნატოს მიერ. მისი პერიფერიული მდებარეობა შეუძლებელს ხდის ალიანსის მხრიდან რეალურ მხარდაჭერას. ასეთია რეალობა. თურქეთი რომ ნატოს მტკიცე და ერთგული წევრი იყოს, როგორიცაა, მაგალითად, ნორვეგია, საქართველოს პრობლემები არ ექნებოდა. პრობლემა ის არის, რომ თურქეთი რეალურად მხოლოდ ნომინალურადაა ნატოს წევრი - ის ნატოს წევრია მაშინ, როდესაც თავად სჭირდება ნატო, მაგრამ არასდროს განიხილავს თავს წევრად, როდესაც ალიანსს სჭირდება თურქეთის დახმარება. საქართველომ ლოდინის თამაში უნდა ითამაშოს - განავითარეთ ქვეყანა და დაელოდეთ გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლას. დიახ, უკეთეს დღეებს უნდა დაელოდოთ", - განაცხადა ედ ლუტვაკმა.

დღის გადაცემები