13.12.2024 | 08:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოს საარჩევნო დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდეს [ვიდეო]

საქართველოში  არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ევროპელმა დეპუტატებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ტრიბუნიდან ზამთრის სესიაზე ისაუბრეს. ასამბლეაზე  ჰოლანდიელმა დეპუტატმა მოხსენებისას  ერთმანეთს 2018 წლის  და 2020 წლის არჩევნები შეადარა და  საპარლამენტო არჩვენები კრიტიკულად შეაფასა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი ტონი კოკსი, რომელიც უშუალოდ 31 ოქტომბრის არჩვნებს აკვირდებოდა, ანგარიშის წარდგენისას  ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკვეთრი გამყოფი ხაზი წაიშალა, რამაც საზოგადოების ნდობა პროცესის მიმართ მკვეთრად შეამცირა.ევროპელმა დეპუტატებმა პარტიებს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მოლაპარაკებების გაგრძელება ურჩიეს.

დღის გადაცემები