19.04.2024 | 23:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ეროვნული არქივის რესტავრირებული ფილმები იტალიურ ფესტივალზეა წარდგენილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრირებული ქართულ ფილმები იტალიაში მიმდინარე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე - Lago Film Fest-ზეა წარდგენილი.

ჩვენების კურატორმა, ქართველმა კინორეჟისორმა ალექსანდრე კობერიძემ, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, რეტროსპექტივაზე წარადგინა ფილმები: კოტე მარჯანიშვილის "გოგი რატიანი" (1927), სოსო ჩხაიძის "კოლხიდა" (1967), ბიძინა რაჭველიშვილის "ხაბაზები" (1970, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში), ბაადურ წულაძის "ფეოლა" (1970), გოდერძი ჩოხელის "მეკვლე" (1981, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში).

"ხაბაზებისა" და "მეკვლეს" ციფრული რესტავრაცია საქართველოს ეროვნულ არქივში ბოლო წლებში ჩატარდა.

"Lago Film Fest" 22-30 ივლისს იტალიაში იმართება. ქართული ფილმების რეტროსტექტივის ნაწილს "სასიყვარულო წერილი ქართულ კინოს ალექსანდრე კობერიძის კურატორობით" ჰქვია.

დღის გადაცემები