26.04.2024 | 00:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ესპანეთის საჰაერო ძალების ბაზაზე ფოსტით გაგზავნილი მესამე ბომბი აღმოაჩინეს

ესპანეთში, ერთ-ერთ საავიაციო ბაზაზე ფოსტით გაგზავნილი მესამე ბომბი აღმოაჩინეს.

მედიის ინფორმაციით, ესპანეთის უსაფრთხოების ძალებმა აღმოაჩინეს მესამე ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დამალული იყო ფოსტით გაგზავნილ ამანათში მადრიდის მახლობლად მდებარე ტორეხონ დე არდოსის საჰაერო ძალების ბაზაზე.

გუშინ, ფოსტის გაგზავნილი ორი ბომბი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი - მადრიდში, უკრაინის საელჩოში, მეორე კი სარაგოსაში მდებარე იარაღის მწარმოებელ კომპანიაში. საელჩოში ბომბიანი კონვერტი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

დღის გადაცემები