22.09.2024 | 23:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ესტონეთის ელჩი: "ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ვთხოვოთ, სანქციებს მხარი დაუჭიროს, ყველაფერი გააკეთოს, რაც საჭიროა, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი იყოს"

საქართველოში ესტონეთის ელჩის, რიინა კალიურანდის თქმით, იმისთვის, რომ ევროკავშირში საქართველოს მხარი დაუჭირონ, ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, მათ შორის, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

ამის შესახებ მან დღეს, 3 ივნისს, ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე –  „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა“.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა უკრიანაში რუსეთის ომის დაწყებისას საქართველოს მთავრობის განცხადებებზე და ეს იმით ახსნა, რომ შესაძლოა, ამით ხელისუფლება ცდილობდა, თავიდან აეცილებინა საზოგადოებაში არსებული პანიკა მეორე ფრონტის გახსნის შესახებ.

თუმცა, მისი თქმით, როდესაც ევროკავშირის გზას ადგახარ და გსურს, მისი წევრი გახდე, მაშინ  ვალდებულებული ხარ, იგივე ღირებულებები და პრინციპები გაიზიარო, რომელსაც მისი წევრი ქვეყნები იზიარებენ.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად და ვცდილობთ, რომ ვიხელმძღვანელოთ მაგალითით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, თუ ჩვენ გვსურს, რომ ვინმემ მხარი დაგვიჭიროს და მიგვიღოს, რაღაც მომენტში, ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი.

ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ვთხოვოთ, სანქციებს მხარი დაუჭიროს, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი იყოს“, – განაცხადა ესტონეთის ელჩმა.

დღის გადაცემები