07.05.2024 | 01:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში კიდევ ერთი კანიონი უმასპინძლებს

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, კაპნისთავის კანიონი, სადაც კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მონტაჟი მიმდინარეობდა, ტურისტების მისაღებად მზადაა. ახალი კანიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა კანიონერ გიდებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დალაშქრა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, კაპნისთავის კანიონი ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპნისთავში მდებარეობს. "600 მეტრი სიგრძის კანიონზე ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულებს 8 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვება შეუძლიათ, რომელთაგან ყველაზე მაღალი 35 მეტრია. სოფელი კაპნისთავი ულამაზეს ხეობაში ჩაფლული ჩანჩქერების სიუხვით, საცალფეხო ბილიკებით, ხელოვნურად შექმნილი აუზებით, საკემპინგე ადგილებით, სოფლის ცენტრში არსებული ღია მუზეუმით და უძველესი წისქვილებით გამორჩეული ტურისტული ადგილია", - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, უჩხოს კანიონის შემდეგ ეს რიგით მეორე კანიონია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ რეგიონში მოაწყო.

დღის გადაცემები