22.09.2024 | 04:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, მეორე ბავშვი კი კლინიკიდან სავარაუდოდ, ხვალ გაიწერება

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი კვლავ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, მოზარდის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, მას ხელოვნური სედაცია უტარდება და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე - ე.წ. ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულ მოზარდს, რომელიც იაშვილის კლინიკაში გადის მკურნალობას, კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანება არ აქვს და სამედიცინო დაწესებულებიდან სავარაუდოდ, ხვალ გაიწერება.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

დღის გადაცემები