21.09.2024 | 16:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვარაზისხევის და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

27 ივლისის 23:00 საათიდან 30 ივლისის 23:00 საათამდე, ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალარინების ქსელის ცენტრალურ კოლექტორზე დაერთების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, 27 ივლისის 23:00 საათიდან 30 ივლისის 23:00 საათამდე, ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები