19.09.2024 | 19:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვახტანგ გომელაურის მოადგილე, კახაბერ საბანაძე თანამდებობიდან გადადგა [ვიდეო]

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილე, კახაბერ საბანაძე თანამდებობიდან გადადგა. მან ამის შესახებ, ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქით" გაავრცელა. საბანაძე თანამდებობის დატოვებას, "TV პირველის" და "მთავარი არხის", მიერ მომზადებულ მასალებს უკავშირებს და გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს. 

 

შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათსა და კვირას, ტელეეთერით გავიდა მასალა, რომელშიც საბანაძე ფიგურირებდა. "TV პირველის" ინფორმაციით, მათ წყარომ მიაწოდა ჩანაწერები, რომლითაც 2019 წლის აქციის ჩაშლა და ტექნიკის დაზიანება საბანაძის დავალებით ხდებოდა.

დღის გადაცემები