20.04.2024 | 05:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვიქტორ ორბანი: "ჩვენ გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით"

აშშ-ში კონსერვატიულ პოლიტიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ამერიკელმა და უნგრელმა კონსერვატორებმა უნდა გააერთიანონ ძალები 2024 წლის არჩევნებში, რათა ვაშინგტონსა და ბრიუსელში დაიბრუნონ ინსტიტუტები ლიბერალებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დასავლურ ცივილიზაციას.

"მხოლოდ ძლიერ ლიდერს შეუძლია მშვიდობაზე მოლაპარაკება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით", - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

აშშ-ის კონგრესში შუალედური არჩევნების გარდა, ევროპელები წელს ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობას აირჩევენ.

"ეს ორი ადგილი, ვაშინგტონი და ბრიუსელი დასავლური ცივილიზაციისთვის ბრძოლაში ორ ფრონტს განსაზღვრავს", - განაცხადა მან.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პროგრესულები დასავლური ცივილიზაციის მისი ქრისტიანული ფესვებისგან გამოყოფას ცდილობენ.

"ეს ომი კულტურული ომია. ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ჩვენი ეკლესიები, ჩვენი ოჯახები, ჩვენი უნივერსიტეტები და ინსტიტუტები", - დასძინა ვიქტორ ორბანმა.

დღის გადაცემები