13.12.2024 | 06:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვიცე-პოლკოვნიკი იური გალდავა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიარაღებული ძალების ვეტერან და ინვალიდ ოფიცერთა კავშირის თავმჯდომარე, შეიარაღებული ძალების სამედიცინო ნაწილის ვიცე-პოლკოვნიკი, ჟურნალისტი, ექიმი, გამომგონებელი, სპორტსმენი - ეს იმ პროფესიათა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც იური გალდავა სიცოცხლეში ფლობდა. ღირსეული და პატრიოტი ადამიანი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი  გახსენება მეგობრებს  ცრემლის გარეშე უჭირთ. საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის, სამედიცინო სამსახურის გვარდიის პოლკოვნიკი  იური გალდავას თავდადებულს უწოდებს და იხსენებს თუ როგორ გადაარჩინა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე აფხაზეთის ომში.



მრავალმხრივი ნიჭისა და უშრეტი ენერგიის მქონე ადამიანად მოიხსენიებს  იური გალდავას ვეტერნთა დეპარტამენტის უფროსი. სოსო კობეშავიძე იმ პრეპარატებზე გვესაუბრა, რომელიც იური გალდავამ ომში საემდიცინო სამსახურის გაწევის დროს მიღებული გამოცდილებით შექმნა. გვერდითი მოვლენების არ მქონე და მძლავრ ანტისეპტიკურ პრეპარატებს  ისრაელში დააკვირდნენ, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მის მიერ გამოგონილი წამლები  ონკოლოგიურ დაავადებებსაც თრგუნავს.


მეცნიერსა და დიდ შემოქმედს უწოდებს ვიცე-პოლკოვნიკს  "პატრიოტთა ალიანსის" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. გურამ ნიკოლეიშვილის განცხადებით, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული იური გალდავა, ქალიშვილთან ერთად აქტიურად ეწეოდა სამეხდრო სამსახურის პოპულარიზაციას. გარდა ამისა, მისი თაოსნობით შეიქმნა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „მშვიდობა“, სადაც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები მღეროდნენ.

დღის გადაცემები