19.09.2024 | 19:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა [ვიდეო]

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ვოლოდიმირ ზელენსკი  ელჩის მუშაობით უკმაყოფილოა. მისი განცხადებით ირკვევა, რომ დოლგოვის დავალება, საქართველოს ხლისუფლების დარწმუნება იყო, მიერთებოდა ქვეყანა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და დახმარებოდა უკრაინას იარაღით. უკრაინის პრეზიდენტს თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია ელჩი ბელარუსსა და უნგრეთში. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ბელარუსი არაერთხელ დაადანაშაულა მისი ტერიტორიიდან სარაკეტო იერიშებში, უნგრეთმა კი საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთი არ გაატარა და მკაფიოდ აღნიშნა, რომ პრიორიტეტი საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთხოებაა.

დღის გადაცემები