18.04.2024 | 21:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ზაალ ანჯაფარიძე: "რადიკალური ოპოზიციის კონგლომერატმა გააცნობიერა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის შედეგად, ვერც ისინი და ვერც მათი ტელეარხები ვეღარ მიიღებენ შინნაზარდი ოლიგარქების მიერ ხალხის ჯიბიდან ამოღებულ ფულს"

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის უკრაინის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანალიტიკოსი თქმით, რადიკალური ოპოზიციის კონგლომერატმა მყისიერად გააცნობიერა, რომ ამ კანონის შედეგად ვეღარ მიიღებენ ოლიგარქების მიერ ხალხის ჯიბიდან ამოღებულ თუ სხვადასხვა მაქინაციებით ნაშოვნ ფულს და შესაბამისად, არიან კანონზომიერ ისტერიკაში.

"ევროკავშირმა მოიწონა დეოლიგარქიზაციის კანონი უკრაინაში და ელოდება მისი რეალიზაციის შედეგებს.
დიდი ალბათობით ასეთივე მიდგომა ექნება "ასოცირებული ტრიოს" ორ სხვა წევრთანაც (მოლდოვა, საქართველო) - კანონი+შესრულება.
თუმცა, რადიკალური ოპოზიციის კონგლომერატმა მყისიერად გააცნობიერა, რომ ამ კანონის შედეგად, ვერც ისინი და ვერც მათი პარტიული ტელეარხები ვეღარ მიიღებენ შინნაზარდი ოლიგარქების მიერ ხალხის ჯიბიდან ამოღებულ თუ სხვადასხვა მაქინაციებით ნაშოვნ ფულს.
შესაბამისად, არიან კანონზომიერ ისტერიკაში"- წერს ანჯაფარიძე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა: „უკრაინამ შეიმუშავა თამამი კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ. რაც კარგია!".

დღის გადაცემები