20.09.2024 | 22:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ზელენსკიმ მთავრობის მეთაურს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხის განხილვა და მოხსენების მომზადება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა პეტიციას ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ.

შესაბამისი პეტიცია პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე 3 ივნისს გაჩნდა და მას 28 592-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ზელენსკის თქმით, უკრაინის კონსტიტუციის 51-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ქორწინება ქალისა და მამაკიცის თავისუფალ თანხმობას ეფუძნება, ხოლო 157-ე მუხლის მიხედვით, საომარი მდგომარეობის პირობებში კონსტიტუციის შეცვლა შეუძლებელია.

"ამასთანავე მთავრობა მუშაობდა უკრაინაში სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზების ვარიანტებზე. კონსტიტუციის 116-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინის მთავრობა დგამს ნაბიჯებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის კუთხით", - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურს, დენის შმიგალს პეტიციაში ნახსენები საკითხის განხილვა და მოხსენების მომზადება დაავალა.

დღის გადაცემები