13.12.2024 | 08:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ზელენსკიმ ნატოს ქვეყნებს უკრაინელი ხალხის დაღუპვის პასუხისმგებლობა შეახსენა

რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ახალი რეალობის და დღის წესრიგის წინაშე დააყენა. მას შემდეგ, რაც ნატომ უკრაინას საჰაერო სივრცის დაკეტვაზე უარი უთხრა, ქვეყნის პირველმა პირებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააკრიტიკეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნატოს ქვეყნებს უკრაინელი ხალხის დაღუპვის პასუხისმგებლობა შეახსენა. უკრაინის ლიდერი მიიჩნევს, რომ ალიანსმა მწვანე შუქი აუნთო ქალაქების დაბომბვას. ზელენსკი თვლის, რომ ნატოს გადაწყვეტილება რომ არ დაკეტოს საჰაერო სივრცე, მიზანმიმართული იყო, რადგან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ომში ჩართვა არ სურს.

 

ვოლოდიმირ ზელენკის მწვავე და კრიტიკული გზავნილებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ასეთივე ხისტი განცხადება მოჰყვა. დმიტრო კულება თვლის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალინსის მიერ ბოლოს გადადგმული ნაბიჯებით ქვეყანა იმედგაცრუებულია. უკრაინის პირველი დიპლომატის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ნატომ უკრაინა სამხედრო კონფლიქტში მარტო დატოვა და საკუთარი პოზიცია ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებით გაამართლა.  ნატოს გადაწყვეტილება, არ ჩაკეტოს უკრაინის საჰაერო სივრცე, პატივისცემას არ იწვევს ამბობს კულება.

 

აღნიშნული განცხადებების შემდეგ უკრაინა უპასუხოდ არ დარჩენილა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნაბიჯი მხოლოდ გარე აგრესიის შემთხვევაში, სამხედრო მოქმედების განსაზღვრულ სფეროებში გადაიდგმება. როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთს სურს უკრაინის „დემილიტარიზაცია“, „დენაციფიკაცია“ და ნეიტრალური სტატუსი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს.

თუკი ნეიტრალიტეტის საკითხზე ომის დაწყებამდე მხოლოდ რუსული მხარე საუბრობდა, დღეს საკითხს აქტიურად განიხილავენ დასავლელი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები. მიუმხრობლობის პოლიტიკა პოლიტიკური სპექტრის ნაწილს, პრაგმატულ ნაბიჯად მიაჩნია საქართველოშიც. ის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უსაფრთხოების გარანტი არ არის, დიდი ხანია საუბრობენ „პატრიოტთა ალიანსში“. პარტიის აღმასრულებელი მდივანი თვლის, რომ ნატომ საერთაშორისო პარტნიორ უკრაინას იმედები გაუცრუა. გოჩა თევდორაძის აზრით, ამ პროცესში სახელმწიფო ნეიტრალიტეტის თემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება და ხელიფულებამ ამაზე მუშაობა მყისიერად უნდა დაიწყოს.

 

საომარი მოქმედებები უკვე მეათე დღეს ითვლის. უკრაინის პირველ პირებს, იმედი ჰქონდათ, რომ დასავლეთისგან რუსეთის საპირწონე დახმარებას მიიღებდნენ. ფინანსური გზავნილებისა და უპრეცენდენტოდ მაღალი სამხედრო ტექნიკური დახმარების მიუხედავად, უკრაინაში თვლიან, რომ ეს საკმარისი არ არის და ნატომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი გაწირა.

დღის გადაცემები