21.09.2024 | 16:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა სიმინდის ყანების შეწამვლას ითხოვს.

მათი თქმით, მოსავალი ფუჭდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსავალი საკუთარი ძალებით უკვე შეწამლეს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

"ყოველ წელს უჩნდება სიმინდის ღეროს მატლი, შემდეგ გადადის ტაროზე და აფუჭებს. ვითხოვთ, შეგვიწამლონ. დიდი ნაწილი გაფუჭებულია. ვისაც სიმინდის ყანა აქვს, ყველას აქვს ეს პრობლემა. რამდენ რამეს უნდა ვებრძოლოთ, თხილს ფაროსანა უჩნდება, სიმინდს მატლი. ჩემი ძალებით ერთხელ შევწამლე",- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის გადაცემები