21.09.2024 | 12:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ზუგდიდში "ვლაქერნობას" აღნიშნავენ

ზუგდიდში "ვლაქერნობას" აღნიშნავენ. ტრადიციული მსვლელობა დადიანების მუზეუმიდან დილიდან დაიწყო. ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა მშენებარე ტაძარში გაიმართება. ვლაქერნობა მრევლს მეუფე გერასიმემ მიულოცა.

"ერი და ბერი ასე ხვდება დიდი სიხარულით ამ დღეს. ვევედრებით დედა ღვთისმშობელს, რომ მშვიდობა დაამყაროს საქართველოში, უკრაინაში დასრულდეს ის მოვლენები, რომელიც იქ ვითარდება" , - განაცხადა მეუფემ.

ღვთისმშობლის კვართი მშენებარე ტაძარში დღეს საღამომდე იქნება დაბრძანებული.

დღის გადაცემები