13.12.2024 | 02:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თამარ ივერი ირმა ინაშვილზე - "გიენების ხროვასავით დაესიენ ამ ადამიანს "რატომ კარგი აგიგია"-ო

თამარ ივერი: "არ მიყვარს პოლიტიკური განცხადებები,მაგრამ ზოგჯერ ისეთ უსამართლობას და უმადურობას ვხედავ, არ შემიძლია გავჩუმდე. ადამიანი გადავიდა აფხაზეთში,გააკეთა ის,რაც სხვებმა,მიუხედავათ მათი ქართულ-ინგლისური მაღალფარდოვანი ლაყაფის მიუხედავად ვერ გააკეთეს(უფრო სწორად...თავად აფხაზურმა მხარემ,წლების მანძილზე მათი ხისტი პოლიტიკის გამო არ "გააკეთებინეს") და ახლა გიენების ხროვასავით დაესიენ ამ ადამიანს "რატომ კარგი აგიგია"-ო.  

 


მე ვერანაირად,მომკალით და ვერანაირად ვერ დავიჯერებ რომ ამ ყველაფერს ის ნიადაგი აქვს რომ ამათ აღიარებინონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა!!! ეს არის ბინძური,ინტრიგანი ვითომ პოლიტიკოსების თავში დაბადებული აზრი,რაც არის შურზე და ბოღმაზე დაფუძნებული რომ მან თავად ვერ შეძლო და არ მისცეს საშუალება იმის გაკეთებაში....რაც სხვამ შეძლო!!!! და იწუწნიან ეხლა თითიდან სხვადასხვა ვერსიებს მიზნებზე და საეჭვო დაფინანსებებზე.მაპატიეთ,საერთოდ არ მაინტერესებს რა ძალები დგანან ამ ვიზიტის უკან,საერთოდ არ მაინტერესებს ვინ დააფინანსა...(არც თავად გაკლდათ წლები ოკეანისგაღმული დაფინანსებები და დივიდენდები) ფაქტია,რომ ამ ადამიანმა რაღაც "ნავსი გატეხა",მიაკაკუნა და მას ათწლეულების განმავლობაში "მტვრიანი და ჩარაზული კარი" გაუღეს და დიდი იმედი მაქვს რომ მომავალში...სულ უფრო ხშირად და უფრო ფართოდ გაგვიღებენ!!! იმედია,სამომავლოდ რაიმე ღონისძიებების ჩატარების უფლებას და მეტის თქმის უფლებასაც მისცემენ!!!
დიახ,ამ აისბერგის დაძვრა,მიუხედავად ვიზიტის სარჩულებისა ამ ქალბატონმა შეძლო და ყველა ის პოლიტიკოსი ვინც მის ამ ნაბიჯს ნეგატიურად და ლანძღვით შეხვდა...არის პოლიტიკურად ანგაჟირებული,ბოღმით და შავი შურით გაჟღენთილი არსება!!!

 


ჩემი თანადგომა ყველა პოლიტიკურ პარტიას და ძალას,ვინც გადადგამს პირველ ნაბიჯებს აფხაზეთთან დიალოგის,იქ "შეღწევის" და მისი მოსმენის მიღწევის საქმეში!! მიუხედავად იმისა ვინ აფინანსებს მას!! დიახ,შენი ქვეყნის სასიკეთო საქმისთვის ყველაფერზე უნდა წახვიდე!! მთელი ჩემი ახალგაზრდობა გაგრასთან არის დაკავშირებული და ყოველთვის ვგრძნობდი აფხაზების მხრიდან დიდ ნათესაურ სულს და სიყვარულს.იქნებ და,ისინიც დიდხანს ელოდნენ ამ მომენტს და მათთვის მისაღებ ადამიანს რაღაც კონტაქტის აღსადგენად?ვინ იცის....


ასე რომ,ნუ იბერებით....ამით უფრო უკურეაქციას იწვევთ ხალხში აფხაზეთის სენსიტიურ თემაზე,რადგან,ყველა ჯანმრთელად მოაზროვნე ადამიანს გულის სიღრმეში უხარია ვის მიერაც არ უნდა იყოს ის ინიცირებული,აფხაზეთთან მიმართებაში წინ გადადგმული ნაბიჯები", - განაცხადა თამარ ივერმა.

დღის გადაცემები