23.04.2024 | 23:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი" სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის მოქალაქის ს.მ.-ს კუთვნილი ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (საერთო რაოდენობა 27 ცალი) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 41 643 ლარი შეადგინა.

საქმე შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

დღის გადაცემები