19.09.2024 | 19:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება [ვიდეო]

ნაადრევი ზეიმის შემდეგ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს შეცდომების აღიარება მოუხდა. კახი კალაძე მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს რომ მეორე ტურში პაექრობა ნიკა მელიასთან მოუწევს.

ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს მუშაობის პროცესში, ამისთვის ბოდიში! - ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის მზად არის მონაწილეობა მიიღოს არჩევნების მეორე ტურში და პატივი სცეს თბილისელების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი საარჩევნო ყუთთან მიიღებენ.

დღის გადაცემები