21.09.2024 | 13:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თბილისის რიგით 25-ე ჯაზფესტივალი იწყება

თბილისი 7-9 ივლისს, რიგით 25-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ორგანიზატორები ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებას შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

7 ივლისი - ხუთი გრემის მფლობელი, ჯაზის განუმეორებელი შემსრულებელი დაიანა რივსი და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული;

8 ივლისი - მისტიკური პროექტი "ქროსქურენთს ტრიო", რომელიც აერთიანებს ჯაზის სამ ლეგენდას: ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი ;

9 ივლისი - მსოფლიო კრიტიკოსების მიერ წოდებული 21 საუკუნის ჯაზმენი ვიჯეი აიერი და მისი ტრიოს წევრები: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და დრამერი თიშოუნ სორეი.

"წლევანდელი საიუბილეო ჯაზფესტივალის მასპინძელია სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი". ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში გაიმართება ფოტოგამოფენა სახელწოდებით - "როგორ მესმოდა...", რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო.

19:30 საათიდან დარბაზში - "ჯაზსინემა" მოეწყობა კახა თოლორდავას ფილმის - "პირველ პირში - ერთი ფესტივალის ისტორია" ჩვენება. მაყურებელი ასევე, იხილავს გრემის ჯილდოს მფლობელ ფილმს - "ქვინსი" (სადაც გამოყენებულია 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდი). პარალელურად, დარბაზში - "ჯაზლაბი", სტუმრები კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს მოისმენენ.

21:00 საათიდან მთავარ დარბაზში - "ვარსკვლავების სცენა" ჰედლაინერების კონცერტები გაიმართება.

23:00 საათიდან სივრცეში - "ჯაზლაბი" მსმენელის წინაშე მუსიკოსი კარლო ქაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი წარდგებიან.

ფესტივალის დღეებში კომპანია "აუდიო ლაბი" მოაწყობს ვინილების გამოფენა-გაყიდვას. ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიხსნება. ფესტივალი თბილისის მერიის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

დღის გადაცემები