20.05.2024 | 07:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით–გარეჯის საქმის განხილვა განახლდა

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით–გარეჯის საქმის განხილვა განახლდა. დღეს იკითხება 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიის წევრი, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეა. მისი განცხადებით, ამ პერიოდში ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს ექსპერტის ფუნქცია ჰქონდათ და კარტოგრაფიული მასალის მოძიება და  დოკუმენტაციაზე დაყრნობით დახაზვა ევალებოდათ. როგორც ის იხსენებს, 2006 წელს  რამდენიმე რუკა განიხილებოდა, რომელსაც ექსპეტები უნდა დაყრნობოდნენ. მოწმის თქმით, რა ინფორმაციას ეყრდნობოდნენ მუშაობის დროს ბრალდებულები, ინფორმაცია არ აქვთ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

დღის გადაცემები