21.09.2024 | 13:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თბილისში 11 ათასი აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზმომარაგება 11 ათასს აბონენტს დროებით შეუწყდა. ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.
თბილისში, დიდუბის რაიონის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდებადღეს დილით, 05:30 საათზეშეუწყდა.
ამ დროისათვის ბუნებრივი აირი, საცხოვრებელი კორპუსების გარდა, არ მიეწოდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საზკვების ობიექტებს, სავაჭრო, სამედიცინო, კომერციულ და სასწავლო დაწესებულებებს.
გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად დღეს 12:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათამდე დასრულდება.
კომპანია "თბილისი ენერჯი" აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.
დღის გადაცემები