21.09.2024 | 13:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თბილისში 6 ათასზე მეტი აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება და დღეს 21:00 საათამდე დასრულდება.

ეთევან წამებულის გამზირზე მდებარე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო 6.200 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა. ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.
თბილისში, ისნის რაიონის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება გუშინ, 23:00 საათზე შეუწყდა.
ამ დროისათვის ბუნებრივი აირი, საცხოვრებელი კორპუსების გარდა, არ მიეწოდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საზკვების ობიექტებს, სამედიცინო, კომერციულ და სასწავლო დაწესებულებებს.
გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 21:00 საათამდე დასრულდება.
კომპანია "თბილისი ენერჯი" აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.
დღის გადაცემები