18.04.2024 | 17:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თბილისში Caucasus Build–ი გაიმართება

გამოფენა ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს, კორპორატიულ და კერძო კლიენტებს, რეგიონალურ და საერთაშორისო სტუმრებს იზიდავს.

თბილისში მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build-ი 28 აპრილს გაიხსნება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

Caucasus Build საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს პავილიონებში 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. წელს ღონისძიება, რომლის მიზანიც სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, 28-ედ შეკრებს სამშენებლო სექტორში მომუშავე ქართულ და უცხოურ კომპანიებს.

Caucasus Build — რეგიონში მშენებლობის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა. იგი იდეალური ადგილია გლობალური სამშენებლო ინდუსტრიის პროფესიონალებისა და წამყვანი წარმომადგენლებისთვის, რათა ისინი საქართველოსა და კავკასიის სამშენებლო ინდუსტრიაში ჩაერთონ, შეხვდნენ მოწინავე სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებსა და მომწოდებლებს. ბოლო წლებში აღნიშნული ღონისძიება ყველაზე მსხვილი საკომუნიკაციო პლატფორმაა ამ დარგში.

გამოფენა ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს, კორპორატიულ და კერძო კლიენტებს, რეგიონალურ და საერთაშორისო სტუმრებს იზიდავს. კომპანიების წარმომადგენლები მომხმარებელს სამშენებლო მასალების, სანტექნიკის, გათბობის სისტემისა და კონდიცირების, განათების, ელექტრომოწყობილობის და სხვა მასალების ფართო სპექტრს შესთავაზებენ.

დღის გადაცემები