09.05.2024 | 19:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თბილისში საზაფხულო ბაგა-ბაღები წელს არ იფუნქციონირებენ

თბილისის მასშტაბით, ივლისში, საზაფხულო საჯარო ბაგა-ბაღები წელს არ იფუნქციონირებენ. როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება დირექტორთა საკონსულტაციო საბჭომ მიიღო.

მათივე ინფორმაციით, საზაფხულო ბაღების პროექტში, ყოველწლიურად, მხოლოდ 40 ბაღია ჩართული და შესაბამისად, ბავშვთა რაოდენობა ჯგუფებში განსაკუთრებით მაღალია, კოვიდრეგულაციების ნაწილი კი კვლავ ძალაშია.

„გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნა ის ფაქტი, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კოვიდპანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია, რის გამოც, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წელს, ისევე, როგორც გასული ორი წლის მანძილზე, საზაფხულო ბაღების პროექტი არ განხორციელდება“, - აცხადებენ სააგენტოში.

დღის გადაცემები