22.09.2024 | 20:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი - ამ ეტაპზე, 10 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი, პრიორიტეტია ცენტრალური გამზირები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს - გვრჩება მეორადი ქუჩები, ე.წ. ჩიხები, სადაც ჯერ მარილს ვერ ვყრით

ამ ეტაპზე, 10 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი, პრიორიტეტია ცენტრალური ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს - გვრჩება მეორადი ქუჩები, ე.წ. ჩიხები, სადაც ჯერ ვერ მივალთ, მარილს ვერ ვყრით,- ამის შესახებ "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა, დავით ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც დავით ფაჩულიამ აღნიშნა, ყურადღებაა მიმართული, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს.

"მეოთხე დღეა, რაც დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად თოვს. "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები 24 საათი აწარმოებენ გაწმენდით სამუშაოებს.

ამ ეტაპზე, 10 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი. პრიორიტეტია ცენტრალური გამზირები, ცენტრალური ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. ყურადღებაა მიმართული, რომ შეუფერხებლად იმოძრაოს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, რა თქმა უნდა, გვრჩება მეორადი ქუჩები, ე.წ. ჩიხები, სადაც ჯერ ვერ მივალთ, მარილს ვერ ვყრით. ცხელი ხაზით შემოდის ინფორმაცია და თუ სადმე არის შეფერხება, რეაგირება გვაქვს.

გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც დედაქალაქში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე. გაწმენდით სამუშაოებს ართულებს ღამის საათებში დაბალი ტემპერატურა, ყინვებია. დილით ადრიანად ვიწყებთ გაწმენდას, თუმცა, მაინც გვაქვს შეფერხება მაღლობებზე და მეორად ქუჩებზე", - აღნიშნავს დავით ფაჩულია.

ამასთან, მან მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი ტრანსპორტით გადაადგილებისგან, რომელიც გაუმართავია და არ აქვს ზამთრის საბურავები.

დღის გადაცემები