25.04.2024 | 04:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თეიმურაზ კუპატაძე: "ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული - მათ შორის, ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები"

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ფონიჭალაში, სპეცოპერაციის შედეგად, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავეს.

კუპატაძის თქმით, დაკავებულებს შორის, არიან ქალებიც.

"გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ფონიჭალაში, 4 ლოკაციაზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, ღონისძიება გრძელდება, სხვადასხვა სახით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე, დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ, გაორმაგდება, დაკავებული არიან, როგორც მანდილოსნები, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც", - განაცხადა კუპატაძემ.

დღის გადაცემები