19.09.2024 | 09:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თვალჭრელიძის ქუჩაზე 7 სახლი დაანგრიეს [ვიდეო]

თბილისში, სამგორის რაიონში,  თვალჭრელიძის ქუჩაზე 7 სახლი დაანგრიეს. მამაკაცი რომელიც საკუთარ გასაჭირზე კამერებთან საუბრობს, ახალ წელს ღია ცისქვეშ შეხვდება, მისი საცხოვრებელი ერთ ერთია, რომლის დემონტაჟიც დღეს მძიმე ტექნიკის მეშვეობით განხორციელდა.  სამგორის რაიონში თვალჭრელიძის ქუჩაზე, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ადგილობრივებს სიმწრით ნაშენები სახლები დაუნგრიეს. თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლების თქმით მძიმე ტექნიკა მიმდებარე ტერიტორიაზე დილის შვიდ საათზე გამოჩნდა და უკანონოდ აშენებული შვიდი სახლის დემონტაჟი მოახდინა. არაფაქტობრივი საცხოვრებლის მეპატრონეების განცხადებით, უმუშევრობის და პანდემიის ფონზე  ფიზიკურად სხვა საცხოვრისის ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ და მათ შვილებს ზამთრის ცივი ღამეების გათენება ქუჩაში მოუწევთ.

 

 შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მერიის გადაწყვეტილებით , სახლების დემონტაჟი  აფრიკის დასახლებაშიც განხორციელდა.  მოსახლეობასთან დაპირისპირების ფონზე ოცამდე საცხოვრებელი მძიმე ტექნიკამ მიწასთან გაასწორა. ოჯახები კი რომელთა საცხოვრებელი სახლებიც ამ დრომდე დემონტაჟს გადაურჩა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის გამოჩენას შიშით ელოდება.

დღის გადაცემები