13.12.2024 | 08:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თორნიკე გასვიანი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლი, მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს [ვიდეო]

თბილისის საქალაქო სასამამართლომ, თორნიკე გასვიანის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კავკასიის ხალხთა ისტორიის მკვლევარი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლია, მიყენებული მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას უკვე წლებია ითხოვს. მოსამართელე  ნათია ტოგონიძის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს მორალური ზიანის ნაწილში მოთხოვნა  სრულად დაუკმაყოფილდა, თუმცა მატერიალური ზარალის ანაზღაურების ნაწილში მან მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მიზეზად კი არასაკამარისი მტკიცებულებები და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაასახელა.

თორნიკე გასვიანი განაჩენით უკმაყოფილოა და გადაწყვეტილები ზემდგომ ინსტაციაში გასაჩივრებას აპირებს. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ პროცესზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადებულა.

დღის გადაცემები