23.09.2024 | 06:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თორნიკე შარაშენიძე: "თუ ომი დაიწყო, არსებობს უდიდესი საფრთხე, რომ მეორე დღეს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, აღარ იარსებოს"

თუ ომი დაიწყო, არსებობს უდიდესი საფრთხე, რომ მეორე დღეს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, აღარ იარსებოს, - ამბობს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.

აღნიშნავს, ზოგიერთი საპროტესტო აქციებზე ამყარებდა ილუზორულ იმედს, რომ "ოცნება" გაიქცეოდა, ივანიშვილს სანქციებს დაუწესებდნენ და ა.შ., მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაიარა და "ოცნებამ" თავი უფრო ძლიერად იგრძნო. ექსპერტი მმართველი გუნდის პოზიციას ასე აფასებს:

"მათი პოზიცია დაახლოებით ასეთია: ვერავინ ვერაფერს გვაკლებს, მოგვეცით სტატუსი და დავწევთ ბარიერს; თუ არ მოგვცემთ, არ დავწევთ ბარიერს და კიდევ კარგა ხანს დავრჩებით ხელისუფლებაშიო. სხვა საკითხია, როდემდე გაუმართლებს ამგვარი პოზიცია „ქართულ ოცნებას“, მაგრამ, ფაქტია, რომ დღეს ასე თამაშობს, რაც ისევე არასწორია, როგორც ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი. ამ ყველაფრის შედეგად ქვეყანა ზიანდება, რაც ძალიან სამწუხაროა", - ამბობს შარაშენიძე.

დღის გადაცემები