22.09.2024 | 06:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშიას დანიშვნას სტუდენტების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშიას დანიშვნას სტუდენტების მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა.

დღევანდელ არჩევნებს ისინი არალეგიტიმურად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ჯაბა სამუშია ამ თანამდებობაზე არ უნდა აერჩიათ.

ისინი მოითხოვენ, რომ აკადემიური საბჭო დაიშალოს, რექტორის არჩევის წესი კი შეიცვალოს.

სტუდენტები სკანდირებენ: "თავისუფლება სტუდენტებს", "თავისუფლება უნივერსიტეტს".

ადგილზე მობილიზებულია დაცვის სამსახური.

აღსანიშნავია, რომ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩია.

დღის გადაცემები