10.05.2024 | 08:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თსუ-ში სტუდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და მოძრაობა "ბრძოლა განათლებისთვის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში ბანერები წარწერით: "ბრძოლა განათლებისთვის" და "ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს" გამოფინეს და ოთხი მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს.

სტუდენტების მოთხოვნებია: 1. უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძის გადადგომა და რექტორის, არჩევნების წესის შეცვლაა. 2. ფინალური გამოცდების ფორმატის ცვლილება და გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩაბარება. 3. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რომელიც სახელმწიფო ხარჯებით უნდა აშენდეს. 4. ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ეკატერინე მაისურაძის განცხადებით, სტუდენტების არცერთი მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა და უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტების ინტერესები არ ამოძრავებს, შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ მისი გადადგომაა.

დღის გადაცემები