13.12.2024 | 08:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს - მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა აღმოიფხვრას პოლიტიკური განსხვავება [ვიდეო]

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი  მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტშია. ბრუსელში სამიტზე ჩასულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციელური შეხვედრები უკვე გამართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანსაც. იენს სტოლტენბერგისგან ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთი დირექტივა მიიღო. აღსანიშვნავია ის ფაქტი, რომ ერთობლივი განცხადების დროს სტოლტენბერგმა საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ნატო გააგრძელებს მისი პარტნიორების ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, საზღვაო მხარდაჭერით, გაერთიანებული წვრთნებითა და ინფორმაციის გაზიარებით. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს საშინაო რეფორმებს და „ყოველწლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციის“ საკითხს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედია დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე. მე, ასევე, მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა აღმოიფხვრას პოლიტიკური განსხვავება და შემცირდეს პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა და ქმედებები. ნატო ელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომლის განვითარებაზეც ის ასე გულმოდგინედ მუშაობდა უკანასკნელი წლების განმავლობაში,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის გადაცემები