13.12.2024 | 09:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ივანე ჩხაიძე: "საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში წელს რესპირაციული ვირუსების სეზონი ადრე დაიწყო - ასეთი ხშირი რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსი არასდროს ყოფილა"

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში წელს რესპირაციული ვირუსების სეზონი ადრე დაიწყო, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

"ჩვენ წელს მაისში, ივლისსა და ივნისში გვქონდა გრიპის შემთხვევები, რომლის მსგავსი არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, წლევანდელი წელი გამორჩეულია. ჯერჯერობით პიკი არ დამდგარა, ეს დეკემბერ-იანვარშია. წელს პირველ ადგილზეა, შემთხვევების 50% - რესპირაციული-სენსიტიური ვირუსი და რინოვირუსი. არასოდეს ყოფილა რესპირაციული-სენსიტიური ვირუსი ასეთი ხშირი. ეს არის პირველი მიზეზი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის. ამის უკან ისევ და ისევ კორონავირუსი დგას. ის 2-წლიანი იზოლირება, ნიღბის ტარება, ხელების ჰიგიენა ეფექტური აღმოჩნდა ამ ვირუსების წინააღმდეგ. 2020-2021 წლებში გრიპის 2 შემთხვევა გვქონდა. ახლა კვირაში გვაქვს 10 შემთხვევა.

ამ სამ ვირუსს - გირიპსს, რინოვირუსს და რესპირაციულ-სენსიტიურ ვირუსს, შორის განსხვავება მნიშვნელოვანია. დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, შეიძლება ვთქვათ რომელი ვირუსია წამყვანი - რინოვირუსს და რესპირაციულ-სენსიტიურ ვირუს არ ახლავს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავისა და ყელის ტკივილი, სისუსტე, ამათ უკან უფრო გრიპი დგას". - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დღის გადაცემები