19.09.2024 | 19:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ილია დარჩიაშვილი - ევროკავშირის კითხვარი გახდება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის [ვიდეო]

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. განსახილველი საკითხი ის კითხვარი იყო, რაც ევროკომისიისგან მიიღო საქართველომ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის ინტერესია, რაც შეიძლება დროულად გაეცეს პასუხი კითხვარს და გაეგზავნოს ევროკავშირს.

დღესვე მედიისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა დოკუმენტი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა.

დღის გადაცემები