23.09.2024 | 04:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა დაახლოებით, ორ მეტრს მოაღწია.

შეფერხებაა გზებზე, ასევე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 20000 აბონენტი.

იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, გაიწმინდა 128 გზა და სამუშაოები გრძელდება.

"გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. გაიწმინდა 128 ლოკაცია და 115-ზე მიმდინარეობს გაწმენდა. ამ დროისთვის ასი სოფლის ცენტრალური გზაა გასაწმენდი. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი იყო 50 000 აბონენტი, დღეს მათი რაოდენობა 20 000 მდე შემცირდა. ცენტრალურ მაგისტრალზე ამ დროისთვის პრობლემები არაა", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღის გადაცემები