13.12.2024 | 08:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი - "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს

პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით, სპეციალური მოსმენა გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ,  ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საზოგადოებას აქვს წუხილი და კითხვები. არჩილ თალაკვაძის თქმით, მთავრობის მხრიდან არსებობს შემხვედრი პოზიცია, რომ ანგარიშვალდებულების ფარგლებში პარლამენტმა ამომწურავი მოსმენა გამართოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი. მან პარლამენტის წევრებს მიმართა, მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ, რათა პროცესი ეფექტიანად დაიგეგმოს და ყველა კითხვას, პასუხი გაეცეს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრებს დაავალა, უშუალოდ ჩავიდნენ ადგილზე და მოსახლეობის წუხილს პირადად გაეცნონ.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შესაძლებელია აღნიშნულ საკითხზე საკომიტეტეო მოსმენებიც გაიმართოს.

დღის გადაცემები