19.09.2024 | 19:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკა მელია არის კრიმინალი [ვიდეო]

ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებები  გაკეთდა  საკანონმდებლო ორგანოში. როგორ ეხმაურებიან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებას დეპუტატები. 

ნიკა მელია არის კრიმინალი, პოლიციამ დღეს დილით, მაღალპროფესიონალური სპეცოპერაციის შედეგად დააკავა იგი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოვლენების ესკალაციაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელია თანაგუნდელებს ოპოზიციიდან, ვინც მას ურჩევდნენ და არწმუნებდნენ, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის, პარლამენტზე და ცესკოზე ძალადობრივი შეტევის გზა თითქოს დემოკრატიული იყო. 

დღის გადაცემები