19.09.2024 | 19:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვია [ვიდეო]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვია. მთავრობის მეთაური დღეს მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, FITUR-2021-ის გახსნას დაესწრება, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ღონისძიებას ესპანეთის მეფე ფელიპე VI გახსნის. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სპეციალური სივრცე ექნება, რომელიც საერთაშორისო ტუროპერატორებს, კომპანიებსა და მედიის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის მთავრობის პრეზიდენტთან და ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტთან.

დღის გადაცემები